From : sbelkania@moh.gov.ge
To : salome <salome@medicom.ge>
Subject : RE: Mental Health
Received On : 23.08.2017 12:16

მოგესალმებით,

 

თუ შეგიძლიათ რომ აღნიშნული წერილი ოფიციალურად შემოიტანოთ ჯანდაცვის სამინისტროში და შემდგომ შემატყობინოთ განცხადების ნომერი.

 

დიდი მადლობა,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: salome [mailto:salome@medicom.ge]
Sent: Monday, August 21, 2017 1:50 PM
To: sbelkania@moh.gov.ge
Subject: RE: Mental Health

 

მოგესალმებით,

 

 

ქ - ნო სოფო თქვენი ა/წლის 16 მაისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების ფონდი“ ფინანსდება იტალიური საინვესტიციო ჯგუფის მიერ. თავის მხრივ იტალიურ საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს ტიციანო კამენიოტი და სტეფანო გრაციანო.

 

ინვესტორების მიერ ინვესტიციის დაბრუნების შესახებ დეტალური მონაცემები განხილულ იქნა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს და იყო მოთხოვნა წარმოგვედგინა დეტალური ინფორმაცია ინვესტორების (იტალიური საინვესტიციო ჯგუფის) შესახებ.

 

გთხოვთ, შეგვატყობინოთ კონკრეტული თარიღი და დრო, იმისათვის რომ დაიგეგმოს შეხვედრა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და იტალიურ საინვესტიციო ჯგუფს  შორის.

 

პატივისცემით,

 

სალომე ყვავილაშვილი

„ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების ფონდის“ დირექტორი

 

 

 

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, May 16, 2017 6:46 PM
To: 'salome'
Subject: RE
: Mental Health

 

მოგესალმებით,

 

განვიხილეთ „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების ფონდის“   წინადადება.

2017 წლის 10 აპრილს  შევხვდით მათ და ვთხოვეთ კომპანიას წარმოედგინა ბიზნეს გეგმა, რათა პროექტის, როგორც ბიზნესის მხარე შეგვეფასებინა. სამწუხაროდ, კომპანიამ კვლავ იგივე წინადადება წარმოგვიდგინა, რომელიც მოიცავს მხოლოდ პრობლემების აღწერას.

წარმოდგენილი წინადადება უფრო საგრანტო განაცხადის ფორმაა და არ ჩანს ხედვა თუ როგორ შეძლებენ მთელი რიგი მომსახურებების განხორციელებას.

წარმოდგენილი სქემა არის შემდეგნაირი-  ამ ეტაპზე გეგმავენ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინონ 10 ობიექტი, თუ მოხდება 95% -იანი წილის შეძენა იხდიან 100,000 ლარს, ხოლო მთლიანად პრივატიზების შემთხვევაში   - 500,000 ლარს და 5 წლის განმავლობაში 11 მლნ ლარის ინვესტიციას განხორციელებენ და ამის შემდეგ პირველი წლის განმავლობაში აპირებენ, რომ გააკეთონ კვლევა, რათა დეტალურად ჩამოაყალიბონ ბიზნეს მოდელი.

არსაიდან არ ჩანს და არაერთგზის თხოვნის მიუხედავად არ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული ინვესტორი- ის ვინც იხდის 11 მილიონს და არსად არ ჩანს ხედვა, თუ საიდან და როდის აპირებენ ინვესტიციის დაბრუნებას.

ამ მოცემულობით ჯგუფი ცდილობს ჯერ შეიძინოს აქტივი და შემდგომ დაიწყოს ბიზნეს გეგმის მომზადება და ინვესტორის ძიება.

 

შესაბამისად, თუკი არ იქნა წარმოდგენილი რეალური (და არა რამდენიმეჯერ უკვე წარმოდგენილი (ერთი და იგივე) ბიზნეს გეგმა, ჩვენ ვერ ვხედავთ საჭიროებას გაგრძელდეს მოლაპარაკებები.

 

პატივისცემით,

 

სოფო ბელქანია

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: salome [mailto:salome@medicom.ge]
Sent: Tuesday, February 28, 2017 12:38 PM
To: sbelkania@moh.gov.ge
Subject: Mental Health

 

 

 

General Director Salome Kvavilashvili

Family Medicine Centre "Medicom".

8 R. Laghidze  Street, 0108 Tbilisi, Georgia

(Tel: +99532 2 93 23 68

E-mail : salome@medicom.ge